კარეკა:”ნაპოლი ოსიმენის გაყიდვით ბევრ ფულს აიღებს” » სპორტის ხაზი

კარეკა:”ნაპოლი ოსიმენის გაყიდვით ბევრ ფულს აიღებს”

კარეკა:”ნაპოლი ოსიმენის გაყიდვით ბევრ ფულს აიღებს”
2-02-2023, 21:37
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” ყოფილმა მოთამაშემ, ბრაზილიელმა ანტონიო დე ოლივერია ფილიომ, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ცნობილია როგოროც კარეკა, Il Mattino-სთან საუბრისას “პარტენოპეის” შესანიშნავ თამაშს გამოეხმაურა და ვიქტორ ოსიმენი შეაქო:

“ოსიმენმა თამაშის ხარისხი აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს. ის ძლიერი, ახალგაზრდა და საინტერესო მოთამაშეა.დარწმუნებული ვარ, რომ ნაპოლი, როცა მას გაყიდის, დიდ ფულს აიღებს.

ეს გუნდი სკუდეტოს მოგებისკენ მიმავალ გზაზე სწორი მიმართულებით მიდის. ეს ლუჩიანო სპალეტის დამსახურებაა. იგი ფეხბურთელებს შვილივით ეპყრობა.”

კარეკა სამხრეთ იტალიელთა რიგებში 1987-1993 წლებში გამოდიოდა. 164 მატჩში ბრაზილიელმა 73 გოლი გაიტანა.

კარეკა:”ნაპოლი ოსიმენის გაყიდვით ბევრ ფულს აიღებს”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი