"მერაბ დვალიშვილი არასდროს ნებდება, ის საოცარი მებრძოლია" | ბრაის მიტჩელი » სპორტის ხაზი

"მერაბ დვალიშვილი არასდროს ნებდება, ის საოცარი მებრძოლია" | ბრაის მიტჩელი

"მერაბ დვალიშვილი არასდროს ნებდება, ის საოცარი მებრძოლია" | ბრაის მიტჩელი
31-01-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და ის ბრძოლა გაიხსენა, როდესაც ქართველი მარლონ მორაესს ეჩხუბებოდა:

"მერაბ დვალიშვილი საოცარი მებრძოლია. მისი და მარლონ მორაესის ჩხუბი გაიხსენეთ. მარლონმა მერაბს თავიდანვე ძლიერად შეუტია და მიუხედავად იმისა, რომ დვალიშვილი ჭკვიანურად ჩხუბობდა, მარტივად შეამჩნევდით, რომ მან წონასწორობა დაკარგა."

"ამ ძალიან მაგარ დაპირისპირებას ჩემს მეგობრებთან ერთად ვუყურებდი და ისინი მარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი დასრულებული იყო და მარლონი ორთაბრძოლას მოიგებდა, თუმცა მე მკაცრ უარზე ვიყავი, რადგან მერაბის ვარჯიშებს დავსწრებივარ და ვიცი, რომ არასდროს ნებდება. მათ ვუთხარი, რომ მორაესი ცუდ დღეში იყო, რადგან მერაბი აუცილებლად დაბრუნდებოდა, საბოლოოდ ასეც მოხდა, მერაბი საოცარი იყო."
- ბრაის მიტჩელი.

შეგახსენებთ, რომ მერაბი თავის წონით კატეგორიაში UFC-ის მე-3 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი