აგუერო: “ჰალანდი ბრწყინვალეა, მაგრამ … “ » სპორტის ხაზი

აგუერო: “ჰალანდი ბრწყინვალეა, მაგრამ … “

აგუერო: “ჰალანდი ბრწყინვალეა, მაგრამ … “
31-01-2023, 10:45
Aa Aa
გაზიარება:

“მანჩესტერ სიტის” ლეგენდამ, არგენტინელმა სერხიო აგუერომ კლუბის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ერლინგ ჰალანდის შესახებ ისაუბრა:

“ მართალია პრემიერ ლიგას “არსენალი” ლიდერობს, მაგრამ “მანჩესტერ სიტის” ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ ჩამორჩენა აღმოფხვრას. ეს მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. გუარდიოლას გუნდი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

ჯერ ყველაფერი წინ არის. მხოლოდ სეზონი ნახევარი გავიდა. ერლინგ ჰოლანდი საოცარ ფეხბურთს თამაშობს და მჯერა, რომ ბევრ ისტორიულ რეკორდს დაამხობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ბრწყინვალეა, მსოფლიოში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არსებობს, რომელსაც მარტოს შეუძლია ჩემპიონატის მოგება. ასეთი ლეო მესია.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი