"ირაკლი აზაროვი მსოფლიოს უნიჭიერესი მცველია" | Kurirsport » სპორტის ხაზი

"ირაკლი აზაროვი მსოფლიოს უნიჭიერესი მცველია" | Kurirsport

"ირაკლი აზაროვი მსოფლიოს უნიჭიერესი მცველია" | Kurirsport
31-01-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი, ირაკლი აზაროვი სერბულ გრანდში, ცრვენა ზვეზდაში 2022 წლის 5 აგვისტოს გადაბარგდა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 1.2 მილიონი ევრო გახლდათ.

თავდაპირველად, თითქოს იწერებოდა, რომ 20 წლის ფეხბურთელი სერბეთში კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებდა და ფიზიკური მომზადების დეფიციტს უჩიოდა, თუმცა აზაროვმა ყველაფერი მწყობრში ჩააყენა, თამაშიც მშვენივრად დაიწყო და როგორც ხდება ხოლმე, მასზე საქებარი სიტყვებით გამსჭვალულმა სტატიამაც არ დააყოვნა.

ბათუმის დინამოს ყოფილ ფეხბურთელზე Kurirsport-მა დაწერა, რომელმაც აღნიშნა, რომ ირაკლი მსოფლიოს უნიჭიერეს მცველებს შორის შედის:

"ცრვენა ზვეზდას შემადგენლობაში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებმაც ხალხის ყურადღება კარგი თამაშით მიიპყრეს. სტრაჰინიე ერაკოვიჩისა და სტეფან მიტროვიჩის შემდეგ, ირაკლი აზაროვი იმ მცველთა სიაში მოხვდა, რომლებზეც ევროპაში აღტაცებით წერენ."

"სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CIES) მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ირაკლი აზაროვი მსოფლიოს ნიჭიერი მცველების 10 საუკეთესო ფეხბურთელში შედის. მისი ამჟამინდელი ღირებულება 1 მილიონი ევროა."
- წერს აღნიშნული წყარო.

"ირაკლი აზაროვი მსოფლიოს უნიჭიერესი მცველია" | Kurirsport

მსოფლიოს უნიჭიერესი ახალგაზრდა მცველების ათეული


ცნობისთვის, ირაკლი აზაროვს ცრვენა ზვეზდაში 7 მატჩი აქვს გამართული და ამ სტატიის შინაარსიდან გამომდინარე, წესით ქართველმა უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი