მოურინიო: “ზოგჯერ ის იგებს, ვინც არ იმსახურებს” » სპორტის ხაზი

მოურინიო: “ზოგჯერ ის იგებს, ვინც არ იმსახურებს”

მოურინიო: “ზოგჯერ ის იგებს, ვინც არ იმსახურებს”
30-01-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მეოცე ტურში “ნაპოლიმ” “რომა” მიიღო და 2-1 დაამარცხა. ანგარიში ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გახსნა. რომაელებმა ელ შაარავის გოლით მატჩის მეორე ნახევარში წონასწორობის აღდგენა შეძლეს. მიუხედავად ამისა, ჯოვანი სიმეონეს მიერ გატანილი ბურთით “პარტენოპეიმ” სამი ქულა მოიპოვა.

შეხვედრის შემდგომ “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მედიასთან ისაუბრა:

“ზოგჯერ ის იგებს, ვინც არ იმსახურსებს. ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, როგორც პრესინგზე, ასევე მაღალ ბურთებზე. ყველაფერს იმით ვკარგავთ, რომ ზედმეტად თავდაჯერებულები ვართ. რომა ის კლუბია, რომელმაც ნაპოლი და მისი გულშემატკივრები დღეს ყველაზე მეტად შეაშინა.

სპალეტის დაბადების დღის მოლოცვისთვის მადლობა გადავუხადე. მას კარგი გუნდი ჰყავს და ჩემპიონის წოდება აუცილებლად მათი იქნება.

ოსიმენი შესანიშნავია, მაგრამ ოდესმე თუ ინგლისში გადავა, ცოტა უნდა შეიცვალოს, რადგან იქ ასეთ საქციელებს არ მოუთმენენ.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი