კროოსი: "სევილიასთან" მატჩში მსაჯის გადაწყვეტილებებმა სატიტულო ბრძოლაში დიდი გავლენა იქონია" » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

კროოსი: "სევილიასთან" მატჩში მსაჯის გადაწყვეტილებებმა სატიტულო ბრძოლაში დიდი გავლენა იქონია"

კროოსი: "სევილიასთან" მატჩში მსაჯის გადაწყვეტილებებმა სატიტულო ბრძოლაში დიდი გავლენა იქონია"
21-05-2021, 12:04
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი, ტონი კროოსი მიმდინარე სეზონის ლა ლიგის სატიტულო ბრძოლაზე საუბრობს:

"არ ვარ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც გამუდმებით წუწუნი უყვარს, თუმცა "სევილიასთან" მატჩში მსაჯის გადაწყვეტილებებმა ძალიან გამაღიზიანა. ზიდანს მსგავსს სიტუაციებზე კომენტარის გაკეთება არ მოსწონს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზიზუც კი მატჩის შემდეგ მთავარ არბიტრთან მივიდა, იმაზე მეტყველებს თუ რა უსამართლობას ჰქონდა ადგილი."

"ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე ცხადია: მსაჯის ქმედებები, რომლებმაც სატიტულო ბრძოლაზე უკვე დიდი გავლენა იქონიეს, ადეკვატური არ იყო."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 2:2.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი