პროკურატურა "მილანის" გაყიდვის საქმეს იძიებს » სპორტის ხაზი

პროკურატურა "მილანის" გაყიდვის საქმეს იძიებს

პროკურატურა "მილანის" გაყიდვის საქმეს იძიებს
26-01-2023, 21:45
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ კომპანია RedBird-მა ელიოტის ფონდისგან საფეხბურთო კლუბი "მილანი" გასული წლის ზაფხულში შეიძინა. ქალაქ მილანის პროკურატურამ აღნიშნული საკითხის გარშემო გამოძიება დაიწყო კლუბის აქციონერთა ჩივილის საფუძველზე. ლუქსემბურგში დაფუძნებულმა კომპანია Blue Sky-მ და მისმა მფლობელმა კომპანიამ Luxembourg Investment Company-მ მილანის საქალაქო სასამართლოში კლუბის გაყიდვის დაბლოკვაზე საჩივარი შეიტანეს, თუმცაღა მალევე გამოიტანეს, ვინაიდან "მილანი" აგვისტოში გაიყიდა.

როგორც Blue Sky-ის წარმომადგენლობა აცხადებს, კლუბის შესყიდვის პროცესი გამჭვირვალე არ ყოფილა და გამოძიებამ ყველაფერი უნდა გადაამოწმოს. RedBird-მა "მილანის" სანაცვლოდ 1.2 მილიარდი ევრო გადაიხადა. მანამდე კლუბი ჯერ ელიოტის ფონდის, იქამდე კი სილვიო ბერლუსკონის მფლობელობაში იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი