“მეცის” ახალი ტრანსფერი - როგორ იმოქმედებს ეს მიქაუტაძეზე » სპორტის ხაზი

“მეცის” ახალი ტრანსფერი - როგორ იმოქმედებს ეს მიქაუტაძეზე

“მეცის” ახალი ტრანსფერი - როგორ იმოქმედებს ეს მიქაუტაძეზე
24-01-2023, 21:49
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი შემტევის, გიორგი მიაუტაძის “მეცმა,” რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობს, ახალი თავდამსხმელი შეიძინა. მათ კონტრაქტი24 წლის ჯულიანო სკუკასთან გააფორმეს. ალბანელი აქამდე “პარტიზანის” რიგებში გამოდიოდა. მის ანგარიშზე 34 შეხვედრაში 18 გოლია.


Letsgometz.com-ის თქმით, სკუკას დამატება გიორგი მიქაუტაძეზეც იმოქმედებს - 22 წლის ქართველი ცენტრფორვარდის პოზიციიდან ისევ მეორე ფორვარდად გადაერთვება.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი