ცნობილია: რამდენს იღებს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ფეხბურთელი ხელფასის სახით » სპორტის ხაზი

ცნობილია: რამდენს იღებს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ფეხბურთელი ხელფასის სახით

ცნობილია: რამდენს იღებს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ფეხბურთელი ხელფასის სახით
13-04-2023, 22:06
Aa Aa
გაზიარება:

ტრინიტ როდმანი, რომელიც "ვაშინგტონ სპირიტში" გამოდის, ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალი ფეხბურთელი გახდა. ტრინიტმა რამდენიმე თვის წინ "ვაშინგტონთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჯამში, 1.1 მილიონ დოლარს მიიღებს.

შესაბამისად, როდმანი წელიწადში 281 ათას დოლარს გამოიმუშავებს, რაც 30 ათასი დოლარით მეტია ალექს მორგანისა და მეგან რაპინოს ანაზღაურებებზე.

19 წლის ტრინიტი NBA-ს ლეგენდარული კალათბურთელის, დენის როდმანის შვილია.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელების ხელფასები წელიწადში 150 ათასიდან 250 ათასამდე მერყეობს. ამ თანხას ზოგიერთი კაცი სუპერვარსკვლავი ნახევარ კვირაში იღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი