მამარდა ალმერიას პირისპირ | სად შეგეძლებათ დღევანდელი მატჩის ყურება? » სპორტის ხაზი

მამარდა ალმერიას პირისპირ | სად შეგეძლებათ დღევანდელი მატჩის ყურება?

მამარდა ალმერიას პირისპირ | სად შეგეძლებათ დღევანდელი მატჩის ყურება?
23-01-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 00:00 საათზე ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრა შედგება, სადაც გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის მე-15 ადგილოსან ალმერიას უმასპინძლებს.

ამჟამად, ქართველი მეკარის გუნდი შიდა ჩემპიონატში მე-13 ადგილს 19 მოპოვებული ქულით იკავებს და იმ შემთხვევაში, თუ "ღამურები" ალმერიას დაამარცხებენ, ისინი ერთბაშად 2 პოზიციით დაწინაურდებიან, გზად ორ კატალონიურ კლუბს, ჟირონასა და ესპანიოლს ჩამოიტოვებენ და მე-11 პოზიციაზე გადავლენ.

ალბათ, იმის შეხსენებაც აღარ გჭირდებათ, რომ გიორგი მამარდაშვილი სასტარტო XI-ში იქნება, რომელსაც ვალენსიას მთავარი მწვრთნელისგან, ჯენარო გატუზოსგან უდიდესი ნდობა აქვს მიღებული. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი საყვარელი და ხშირად არჩევადი ფეხბურთელია.

ყოველი შემთხვევისთვის, გაგაცნობთ უცხოური სპორტული ვებგვერდის, Sportsmole-ს მხრიდან შედგენილ ვალენსიას სავარაუდო შემადგენლობას, სადაც გიორგი მამარდაშვილსაც ვხვდებით: მამარდაშვილი | კორეია, კომერტი, დიახაბი, გაია | მუსა, გილამონი, ალმეიდა | ლინო, კავანი, კლუივერტი.

რაც შეეხება მატჩის საყურებელ გვერდებს, ისინი შემდეგნაირად გამოიყურებიან:

მამარდა ალმერიას პირისპირ | სად შეგეძლებათ დღევანდელი მატჩის ყურება?

პირველი საყურებელი გვერდი



მეორე საყურებელი გვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი