"ხვიჩას სიცხე აქვს და ექიმთან სამკურნალოდ დარჩება" | სპალეტის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"ხვიჩას სიცხე აქვს და ექიმთან სამკურნალოდ დარჩება" | სპალეტის პრესკონფერენცია

"ხვიჩას სიცხე აქვს და ექიმთან სამკურნალოდ დარჩება" | სპალეტის პრესკონფერენცია
20-01-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ხვალ ლუჩანო სპალეტის ნაპოლი სალერნიტანას წინააღმდეგ გასვლაზე ითამაშებს, მანამდე კი იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა:

ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისი - "ის გუნდთან ერთად არ გაემგზავრება, რადგან სიცხე ისევ აწუხებს. ხვიჩა ექიმთან წავა, ის კი სიმპტომების შესაბამისად კვარას წამლებს დაუნიშნავს."

კრემონეზესთან მარცხი თასზე - "ეს სასიამოვნო არ იყო, თუმცა ამას ჩვენზე გავლენა არ მოუხდენია. სალერნიტანასთან ჩემი გუნდისგან მკაცრ რეაქციას ველი. ჩვენ რაღაც მნიშვნელოვანი გვიდევს სასწორზე და მატჩის დაწყებას მოუთმენლად ვუცდით."

გასვლით შეხვედრებში ფანებისთვის დასწრების აკრძალვა - "ამ მომენტში ყველა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი გულშემატკივრები. ჩვენ ყველამ გარკვეული გზით უნდა ვცეთ პატივი ქალაქის ისტორიას და თუ ეს არ მოხდება, მაშინ შედეგების წინაშე პასუხი ერთად უნდა ვაგოთ. არ ვიცი რამდენად სამართლიანია მათთვის დასწრების აკრძალვა, წესები არ ვიცი და ვწუხვარ, რომ ისინი ტრიბუნებიდან ვერ გაგვამხნევებენ." - ლუჩანო სპალეტი.

ცნობისთვის, სამპდორიასთან მატჩამდე ნაპოლისა და რომას ულტრასები ერთმანეთს ქუჩაში დაუპირისპირდნენ, რის გამოც ორივე გუნდის გულშემატკივრები გასვლით შეხვედრებზე დასწრების აკრძალვით დაისაჯნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი