შოტლანდიური რეინჯერსისა და ინგლისური ასტონ ვილას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი პოლონეთის ნაკრებს დაუკავშირეს, რომლის უკანასკნელ თავკაცს, ჩესლავ მიხნიევიჩს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს.
ცხადია, სტივენ ჯერარდის კანდიდატურა მალევე შოკისმომგვრელად დასახელდა. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ჯერარდი შემოთავაზებას სერიოზულად განიხილავს და პოლონელებთან შეხვედრაც უკვე ჩანიშნულია:
"ჯერარდსა და პოლონურ მხარეს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. წესით, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, პოლონელები ჯერარდის გადაწყვეტილებასა და ოფიციალურ დასტურს ელიან." - წერს ფაბრიციო რომანო.
ცნობისთვის, სტივენ ჯერარდი ბოლოს ასტონ ვილას 2021/2022 წლებში წვრთნიდა, შემდეგ კი ინგლისელი სპეციალისტი ცუდი შედეგების გამო თანამდებობიდან დაითხოვეს.