ნევილი: “ პრემიერ ლიგას სიტი მოიგებს” » სპორტის ხაზი

ნევილი: “ პრემიერ ლიგას სიტი მოიგებს”

ნევილი: “ პრემიერ ლიგას სიტი მოიგებს”
17-01-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ “იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, პრემიერ ლიგის მე-18 ტურის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“მანჩესტერ იუნაიტედს საუცხოოდ კარგი პერიოდი აქვს, სიტის კი პირიქით, ამ ეტაპზე საერთოდ ვეღარ თამაშობენ, თუმცა მგონია, რომ სიტი მაინც შეძლებს და მოიგებს პრემიერ ლიგას 8 ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად.

მეორე ადგილზე მანჩესტერ იუნაიტედს ვვარაუდობ. მგონია, რომ არსენალი ჩემპიონი ვერ გახდება, თუმცა ეგრე მეგონა და დარწმუნებული ვიყავი ლესტერის ჩემპიონობაზეც. ვნახოთ რა იქნება…”

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგას 18 ტურის შემდეგ “არსენალი” 47 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მანჩესტერ “სიტია” 39 ქულით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი