კვარას სადარაჯოზე “არსენალი” და “ლივერპული” გამოჩნდნენ » სპორტის ხაზი

კვარას სადარაჯოზე “არსენალი” და “ლივერპული” გამოჩნდნენ

კვარას სადარაჯოზე “არსენალი” და “ლივერპული” გამოჩნდნენ
17-01-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ბრიტანული გამოცემები Daily Express და Liverpool Echo აღნიშნავენ, ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისური გრანდები მოწადინებულები არიან. ლონდონის “არსენალი” და “ლივერპული” ქართველი გარემარბის შეძენით არიან დაინტერესებულები.

საინტერესოა, რას წერს კონკრეტული გამოცემა აღნიშნული საქმის შესახებ-Daily Express: "არსენალი ხვიჩაზე მას შემდეგ გადაერთო, რაც მიხაილო მუდრიკის შეძენა ვერ შეძლო. მიკელ არტეტას შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერება სურს და ქართველი ლონდონური კლუბის პრიორიტეტული სამიზნეა. ესპანელი სპეციალისტის სიაში კიდევ 4 ფეხბურთელია, მაგრამ ყველაზე მეტად ქართველის გადაბირება სურს."

Liverpool Echo: "ლონდონელებს კვარაცხელიას შეძენაში ლივერპული შეეცილება. მერსისაიდელები ქართველის თამაშით მოხიბლულები არიან - ხვიჩამ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ნაპოლის წარმატებით გამოსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. სწორედ კვარას დამსახურებით მოიგო “პარტენოპეიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი, ხოლო სერია A-ს სათავეში 9-ქულიანი ჰანდიკაპით უდგას. აღსანიშნავია, რომ “წითლებს” ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობაც შესთავაზეს - ნიგერიელმა და ქართველმა ნაპოლის მიერ სერია A-ში გატანილი 44 გოლიდან მონაწილეობა 29-ში მიიღეს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი