მუდრიკის ტრანსფერიდან შახტარი 25 მილიონს უკრაინის ჯარს გადაურიცხავს! » სპორტის ხაზი

მუდრიკის ტრანსფერიდან შახტარი 25 მილიონს უკრაინის ჯარს გადაურიცხავს!

მუდრიკის ტრანსფერიდან შახტარი 25 მილიონს უკრაინის ჯარს გადაურიცხავს!
16-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

დონეცკის შახტარის ახალგაზრდა და ნიჭიერი გარემარბი, მიხაილო მუდრიკი კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს, რაც არისტოკრატებს ჯამურად 100 მილიონი ევრო დაუჯდათ.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა უკრაინული კლუბის პრეზიდენტის, რინატ ახმეტოვის კომენტარი, რომელმაც საჯაროდ დაწერა, რომ მიღებული შემოსავლიდან შახტარი 25 მილიონს უკრაინის ჯარის დასახმარებლად გადარიცხავს:

"პირველ რიგში, მადლობა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რადგან ისინი უთანასწორო ბრძოლაში მარტო არ გვტოვებენ. საბედნიეროდ, დღეს შეგვიძლია, რომ უკრაინულ ფეხბურთზე ვილაპარაკოთ, რაც უკრაინული ჯარის, ჩვენი თანამემამულეებისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს დამსახურებაა, მათ აგრესორ და ომის წამომწყებ რუსეთის ფედერაციასთან მარტო არ დაგვტოვეს, ამის გამო მადლობლები ვართ."

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავაარსო პროექტი "აზოვსტალის გული", რომელიც მარიუპოლის დამცველებსა და დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება, ისინი ჩვენი დროის გმირები არიან და ისტორიაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებენ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ომის პირველ პერიოდში უკრაინა მალევე არ დაეცა, შემდეგ კი გამარჯვების ყველამ ერთად ვიწამეთ."

"სწორედ ამიტომ, ამ პროექტისთვის 25 მილიონ დოლარს გამოვყოფ, რომელიც ჩვენი ჯარისკაცებისთვისა და უკრაინული ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ სამუდამოდ ვალში ვიქნებით ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი დამცველების წინაშე."
- თქვა დონეცკის შახტარის პრეზიდენტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი