რატომ მოსთხოვეს ლიანა ჯოჯუას მამაოსთან მისვლა - ეს აქამდე არავინ იცოდა » სპორტის ხაზი

რატომ მოსთხოვეს ლიანა ჯოჯუას მამაოსთან მისვლა - ეს აქამდე არავინ იცოდა

რატომ მოსთხოვეს ლიანა ჯოჯუას მამაოსთან მისვლა - ეს აქამდე არავინ იცოდა
16-01-2023, 20:18
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების MMA მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა გაზეთ "თბილისელებთან" საუბარში იმ პერიოდს იხსენებს, როცა სპორტის ამ სახეობაში ასპარეზობა გადაწყვიტა, რისი წინააღმდეგიც საწყის ეტაპზე მისი მშობლები იყვნენ:

ჟურნალისტი: მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

ჯოჯუა: რთულად (იცინის). რომ ვუთხარი, ამ სპორტში მინდა ვარჯიში დავიწყო-მეთქი, უარი მითხრეს. მაგრამ, მერე დავიყოლიე და აზრი შევაცვლევინე. მაშინ ისეთი პერიოდი მქონდა, რაღაც უნდა მეკეთებინა. მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და თავისუფალი დრო ბევრი მქონდა. მინდოდა, ეს დრო ისეთი რაღაცისთვის დამეთმო, რაც მომწონდა და ასეც მოვიქეცი.

როცა უკვე გადავწყვიტე ვარჯიშის დაწყება, მშობლებმა მითხრეს, მამაოსთან მივსულიყავი და მისი რჩევის მიხედვით მომცემდნენ უფლებას, მევარჯიშა თუ არა. ასეც მოვიქეცი. მამაომ მითხრა, რომ უნდა დამეწყო ვარჯიში. სხვა თუ არაფერი, თავის დაცვას მაინც ისწავლიო (იცინის). მაინც მოსკოვში ვცხოვრობდი და ცოტა საშიში იყო. თან, ერთი წელი ივლის და მერე მობეზრდებაო. მოკლედ, იმ პირობით, რომ მხოლოდ ერთი წელი ვივარჯიშებდი, მშობლები დავითანხმე...", - განაცხადა ლიანა ჯოჯუამ.

წყარო: old.tbiliselebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი