თითქმის ბაიერნში | რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი გერმანულ გრანდში? » სპორტის ხაზი

თითქმის ბაიერნში | რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი გერმანულ გრანდში?

თითქმის ბაიერნში | რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი გერმანულ გრანდში?
16-01-2023, 17:58
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, იქამდე სანამ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში გადავიდოდა, მანამდე მისით არაერთი საფეხბურთო გრანდი ინტერესდებოდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი მიუნხენის ბაიერნი ყოფილა.

როგორც გერმანული ვებგვერდი, კერძოდ Bavarianfootballworks წერს, ბაიერნი 2 წლის წინ ქართველი ფეხბურთელის გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერამდე საქმე არ მისულა:

"ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი გარემარბია. ქართველმა ფლანგის ოსტატმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა როგორც იტალიის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც ხვიჩამ მცველები მარტომ გაანადგურა (ჰკითხეთ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს). ბაიერნს ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაეფორმებინა, თუმცა მის ნაცვლად გერმანელებმა ლუკა პარკაძე გადაიბირეს, რომელიც ნაპოლის 77-ე ნომრის გზას ადგას. თუმცა, რა იქნება თუ გეტყვით, რომ ბაიერნს ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა პირველს შეეძლო?"

"მიუნხენის ბაიერნი 2021 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდებოდა და მიზნად ისახავდა, რომ ქართველი პირდაპირ ყაზანის რუბინიდან წაეყვანა, თუმცა კლუბს რუსებისთვის შეთავაზება ოფიციალურად არ გაუკეთებია. მას შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის 10 მილიონად შეუერთდა და მისი ფასი სულ უფრო და უფრო იზრდება."

"კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში იმდენად კარგი იყო, რომ მას ახლო მომავალში მადრიდის რეალსა და მიუნხენის ბაიერნში თამაშს უწინასწარმეტყველებდნენ. გერმანულმა კლუბმა ჩელსიდან ჯამალ მუსიალა მიიღო, რომელიც მშვენიერი ფეხბურთელია. თავის მხრივ, ჯამალის ტრანსფერმა ბაიერნს ხვიჩაზე უარი ათქმევინა, მაგრამ არავინ იცის, იქნებ მომავალში დაუბრუნდეს მიუნხენური კლუბი ქართველ გარემარბს?"
- წერს Bavarianfootballworks.

ჩვენი მხრივ, იმის თქმა შეგვიძლია, რომ ახლა ხვიჩა კვარაცხელია მშვენიერ კლუბშია, ისეთში, რომელსაც როგორც სერია A-ს, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია. მთავარია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა განვითარება განაგრძოს, ხოლო ითამაშებს თუ არა კვარა ბაიერნში, რეალსა თუ ბარსელონაში, ამას დრო გვიჩვენებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი