ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი : "კვარამ ყველას აჩვენა, რომ შრომით, ბრძოლით, საკუთარი თავის რწმენით ყველაფერი მიღწევადია!" » სპორტის ხაზი

ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი : "კვარამ ყველას აჩვენა, რომ შრომით, ბრძოლით, საკუთარი თავის რწმენით ყველაფერი მიღწევადია!"

ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი : "კვარამ ყველას აჩვენა, რომ შრომით, ბრძოლით, საკუთარი თავის რწმენით ყველაფერი მიღწევადია!"
16-01-2023, 16:45
Aa Aa
გაზიარება:

"ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომლის გამომწერთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სოციალური მედიის მენეჯერი, დიმა ნებიერიძე წერს.

"როცა ხვიჩას ინსტაგრამის ვერიფიკაცია გავაკეთე, მაშინ დავსქრინე და ჩემთვის შევინახე. 8072 გამომწერი, ქართული და რუსული აუდიტორიით, დღეს კი ხვიჩა პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომლის გამომწერთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, აუდიტორიას კი იტალიასთან ერთად, მსოფლიოს თითქმის ყველა ადგილიდან ჰყავს წარმომადგენელი.

ამ ორ მაჩვენებელს შორის პერიოდი 2 წელია, ამასთანავე უამრავი წინააღმდეგობა, ნებისყოფა, შრომა და სირთულე, რომელსაც დღემდე ყოველდღიურად ამარცხებს, ერთია რაც სავარჯიშო და სათამაშო მოედანზე გხვდება, მეორე კი უფრო რთული გამოწვევებია, რაც მის თავსა და გონებაში ხდება და ცოტა ხედავს. უბრალო, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლას აგრძელებს, მთელ მსოფლიოს კი აგერ უკვე ყოველ კვირაში ახსენებს და აქტუალურს ხდის მის ქვეყანას, მის საქართველოს და უამრავ ბედნიერ, სიამაყის წუთებს გვჩუქნის.

ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი : "კვარამ ყველას აჩვენა, რომ შრომით, ბრძოლით, საკუთარი თავის რწმენით ყველაფერი მიღწევადია!"

კვარაცხელიას გამომწერთა რაოდენობა 2 წლის წინ და დღეს

ეს არის დასაწყისი, ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატს აუცილებლად ითამაშებს, ეს მისი ყველაზე დიდი საფეხბურთო ოცნებაა, აუცილებლად იქნება ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთიც, ამის ძალიან მჯერა. უახლოესი ოქროს მედლები კი სერია ა-სი უნდა იყოს ! ხვიჩამ შეცვალა ჩვენი მოსაწყენი ყოველდღიურობა, მან ამაზრზენად გახლეჩილი ერი მის ირგვლივ გააერთიანა, მან შექმნა პრეცედენტი, რომელიც მაგალითი უნდა გახდეს ყველა პატარა ბავშვისთვის, რომ შრომით, ბრძოლით, საკუთარი თავის რწმენით ყველაფერი მიღწევადია ! ჩვენ გვყავს ხვიჩა და შეგვიძლია ამით საკუთარ თავებსაც გამოვუტყდეთ ოცნებებში და მიზნებში, თუ რამე არ გამოდის, ცდები გავაძლიეროთ, არ დავნებდეთ და სისუსტეებზე გავიმარჯვოთ."
- წერს დიმა ნებიერიძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი