ხვიჩა კვარაცხელიამ ლევან მჭედლიძის შედეგი გაიმეორა | დეტალები » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელიამ ლევან მჭედლიძის შედეგი გაიმეორა | დეტალები

ხვიჩა კვარაცხელიამ ლევან მჭედლიძის შედეგი გაიმეორა | დეტალები
14-01-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, იტალიის ჩემპიონატში ნაპოლიმ იუვენტუსი საკუთარ მოედანზე 5:1 გაანადგურა და საჩემპიონო რბოლაში გამარჯვებისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

როგორც იცით, "ბებერი ქალბატონისთვის" გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიამაც შეძლო, რომელმაც ვიქტორ ოსიმენის გადაცემას ფეხი მოხდენილად დაახვედრა და ვოიცეხ შესნის კარის ბადე შეარხია.

აღსანიშნავია, რომ იუვენტუსის კარში გატანილი გოლით ხვიჩა კვარაცხელია სულ მე-2 ქართველი გახდა, რომელმაც ტურინული კლუბის დამწუხრება მოახერხა. ეს პირველად ლევან მჭედლიძემ 2008 წლის 5 ოქტომბერს გააკეთა, როდესაც ქართველმა იუვეს პალერმოს მაისურით გაუტანა.

ცნობისთვის, "პარტენოპეი" იტალიის ჩემპიონატის პირველ ადგილს 47 ქულით იკავებს და სპალეტის ბიჭები მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს, კოპა იტალიაზე კრემონეზეს წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი