"მას კარგი სისწრაფე, პასის კულტურა და გამძელობა აქვს" | სრნა გოჩოლეიშვილზე » სპორტის ხაზი

"მას კარგი სისწრაფე, პასის კულტურა და გამძელობა აქვს" | სრნა გოჩოლეიშვილზე

"მას კარგი სისწრაფე, პასის კულტურა და გამძელობა აქვს" | სრნა გოჩოლეიშვილზე
13-01-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარს 2023 წლის დასაწყისში შეურთდა, კლუბმა კი, ის დღეს ოფიციალურად წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელზე უკრაინული გუნდის სპორტულმა დირექტორმა, დარიო სრნამ ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა შახტარის პირველ ვარჯიშებზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა:

"მარჯვენა მცველის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი დავკარგეთ და მისი შევსება გვჭირდებოდა, რაშიც გიორგი გოჩოლეიშვილი იდეალურად დაგვეხმარება, რადგან ის შახტარის შემტევ ფილოსოფიას იზიარებს. ჩვენ ყველას მოგვწონს ის დამოკიდებულება, რაც ქართველმა სადებიუტო ვარჯიშებზე გამოავლინა. იმედი გვაქვს, რომ გიორგი ზრდას განაგრძობს და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება."

"თვისებების თვალსაზრისით, გიორგი გოჩოლეიშვილი ნამდვილად მრავალფეროვანია. მას კარგი სისწრაფე, პასის კულტურა და გამძლეობა აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის გამო, შახტარის არჩევანი გიორგიზე შეჩერდა და ამას არ ვნანობთ. დონეცკის შახტარი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარს ყოველთვის ღიას ტოვებს, ამდენად, გოჩოლეიშვილს ადაპტაციის პროცესი არ უნდა გაურთულდეს."
- დარიო სრნა.

შეგახსენებთ, რომ დონეცკის შახტარის უახლოესი მატჩი 16 თებერვალსაა ჩანიშნული, სადაც უკრაინელები ფრანგულ რენს კონფერენს ლიგის ეგიდით შეხვდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი