კიეზა სკამზე? - ალეგერის გადაწყვეტილებები და თერთმეტეული 'ნაპოლის' წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

კიეზა სკამზე? - ალეგერის გადაწყვეტილებები და თერთმეტეული 'ნაპოლის' წინააღმდეგ

კიეზა სკამზე? - ალეგერის გადაწყვეტილებები და თერთმეტეული 'ნაპოლის' წინააღმდეგ
13-01-2023, 15:42
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, თბილისის დროით 23:45 წუთზე სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც "ნაპოლი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში სკუდეტოსთვის ბრძოლაში ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს.

მატჩის დაწყებამდე კი როგორც ნეაპოლელი ისე ქართველი გულშემატკივრების მთავარი განსახილველი თემა 'ბებერი ქალბატონის' სასტარტო თერთმეტეულია. იქნება თუ არა კიეზა ძირითადში? ითამაშებს თუ არა ლეანდრო პარედესი და ა.შ

ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე კი ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, calciomercato-მ "იუვენტუსის" სავარაუდო თერთმეტეული ივარაუდა.

როგორც გამოცემა ციტირებს გუნდის მთელი თამაშის გეგმა რეალურად საბოლოო გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც იტალიურ კლუბს ფედერიკო კიეზა დაუბრუნდა, ალეგრიმ ცოტათი ამოისუნთქა, თუმცა იტალიელ შემტევს 90 წუთის სრულად ჩატარება ჯერ არ შეუძლია, ამიტომ დიდი ალბათობით ევროპის ჩემპიონს სათადარიგო სკამზე ვიხილავთ.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია უესტონ მაკკენის მარჯვენა-მცველად განწესება და ნახევარდაცვაში ნიკოლო ფაჯიოლი, ლოკატელი, ანდრე რაბიოს სამეულის ხილვა. ჯერჯერობით წინა ხაზში მყოფი ფეხბურთელის ვინააობა გადაწყვეტილი არ არის, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინ ორი შემტევის სახით დი მარია და მილიკი განწესდებიან.

სკამიდან კი ალეგრის შემდეგი ფეხბურთელები გააძლიერებენ : კიეზა, კინი, ლეანდრო პარედესი, პერინი, რუგანი, ფაბიო მირეტი, მატიას სულე და სამუელ ილინგი.

იუვენტუსის სავარაუდო შემადგენლობა ნაპოლის წინააღმდეგ



იუვენტუსი (3-5-2) : ვოიცეხ შესნი ; დანილო, ბრემერი, ალექს სანდრო; უესტონ მაკკენი , ლოკატელი, რაბიო, ნიკოლო ფაჯიოლი , კოსტიჩი ; დი მარია, მილიკი.

კიეზა სკამზე? - ალეგერის გადაწყვეტილებები და თერთმეტეული 'ნაპოლის' წინააღმდეგ

იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი