მომგებიანი 2022 წლის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2023 წლის სეზონისთვის მზადებას ავსტრიაში გადის, სადაც თვის ბოლომდე დარჩება.
ძიუდოს მსოფლიო ტურს პორტუგალიის გრან პრი გახსნის, რომელიც 27-29 იანვარს გაიმართება. პირველი დიდი ტურნირი კი, საფრანგეთში ჩატარდება - პარიზის გრანდ სლემი 4-5 თებერვალს გაიმართება.
რაც შეეხება პირველ შეჯიბრს, პორტუგალიის გრან პრის, წინასწარი განაცხადის მიხედვით ტურნირზე საქართველოს ნაკრები 6 ძიუდოისტით წარდგება:
-60 კგ გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი
-73 კგ გიორგი ჩიხელიძე
-100 ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი
+100 საბა ინანეიშვილი