შენგელიამ 23 წუთი ითამაშა - 'ვირტუსი' 'ოლიმპიასკოსთან' დამარცხდა » სპორტის ხაზი

შენგელიამ 23 წუთი ითამაშა - 'ვირტუსი' 'ოლიმპიასკოსთან' დამარცხდა

შენგელიამ 23 წუთი ითამაშა - 'ვირტუსი' 'ოლიმპიასკოსთან' დამარცხდა
13-01-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-19 ტურში, თორნიკე შენგელიას 'ვირტუს ბოლონიამ' 'ოლიმპიაკოსს' უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში მე-11 მარცხი იწვნია.

ბოლონიელთა ქართველმა ფორვარდმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ანგარიშიც სწორედ შენგელიამ გახსნა, თუმცა ამის შემდეგ, სტუმარი გუნდი უფრო გააქტიურდა და 10-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა. მეოთხედის მიწურულს კი 'ვირტუსმა' თამაში გამოასწორა და საბოლოოდ, პირველი 10-წუთეული საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

შენგელიამ 23 წუთი ითამაშა - 'ვირტუსი' 'ოლიმპიასკოსთან' დამარცხდა

თორნიკემ პარკეტზე 23 წუთი გაატარა

მეორე მეოთხედი თანაბარ ბრძლაში წარიმართა, თუმცა სტუმრებმა დიდი შესვენების წინ მცირე უპირატესობა მიიღეს და ტაიმი ოთხი ქულით მოიგეს. ბერძნულმა კლუბმა ტემპი არც მესამე მეოთხედში დააგდო და უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდა. გადამწყვეტ მეოთხედში 'ვირტუსმა' ჩამორჩენა აღმოფხვრა და მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ანგარიშში წინ გასვლაც შეძლო, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა და საბოლოოდ, ორი ქულის სხვაობით, 83-85 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 23:21 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიიწერა.

გეტყვით იმასაც, რომ 'ოლიმპიაკოსთან' მარცის შემდეგ, 'ვირტუსი' სატურნირო ცხრილში 8 მოგებითა და 11 მარცხით მე-13 ადგილზე იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი