ბუდუ ზივზივაძე ახალ კლუბს სურს » სპორტის ხაზი

ბუდუ ზივზივაძე ახალ კლუბს სურს

ბუდუ ზივზივაძე ახალ კლუბს სურს
13-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უნგრული პრესა იუწყება, "ფეჰერვარის" ქართველ თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე ერთ-ერთ უცხოურ კლუბს სურს, რომელიც ისრაელიდანაა. 28 წლის ცენტრფორვარდით "ჰაპოელ ბერ შევაა" დაინტერესებული.

მოლაპარაკებებს "ჰაპოელი" უახლოეს დღეებში დაიწყებს. ისრაელში ბუდუს იჯარის წესით წაყვანა და გამოსყიდვის უფლების მიღებაც სურთ. ტრანსფერი იანვრის ბოლოსთვის უნდა დაიხუროს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ზივზივაძე "ფეჰერვარმა" დასაჯა და მეორე გუნდში გადაიყვანა. მალევე ქართველმა მხრის ოპერაციაც გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო პროცესის ბოლოშია გასული.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში ქართველმა თავი 9 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. რაც შეეხება "ჰაპოელს", ისრაელის ჩემპიონატში გუნდს 38 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი