"გიორგი მამარდაშვილი ნამდვილი გიგანტი გახდა" | MARCA ქართველზე წერს » სპორტის ხაზი

"გიორგი მამარდაშვილი ნამდვილი გიგანტი გახდა" | MARCA ქართველზე წერს

"გიორგი მამარდაშვილი ნამდვილი გიგანტი გახდა" | MARCA ქართველზე წერს
13-01-2023, 21:40
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის სუპერ თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია მადრიდის რეალთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა, Sofascore-მ ქართველი მეკარე ვალენსიას რიგებში ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულით შეაფასა - 7.7, რაც ნათლად ცხადყოფს, რომ გიორგის ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა.

გარდა ამისა, ქართველი მეკარის შესახებ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ესპანურმა გაზეთმა, Marca-მ დაწერა, რომელმაც მამარდაშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"გიორგი მამარდაშვილი საფინალო პრიზის გარეშე დარჩა. მიუხედავად ამისა, მან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდი პენალტების სერიამდე მიიყვანა. ქართველმა მეკარემ რეალის წინააღმდეგ არაერთი საოცარი ბურთი მოიგერია, თუმცა გიორგიმ რეალის ფეხბურთელებს პენალტებში ვეღარ აჯობა და ვალენსია ტურნირს თავაწეული დაემშვიდობა."

"მატჩის ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტი გიორგი მამარდაშვილი იყო. ქართველმა მეკარემ აჩვენა, თუ რატომ გაძვირდა ყველაზე მეტად სხვა მეკარეებთან შედარებით. მოგერიებული ბურთი, რომელიც გიორგიმ ვინისიუსს 96-ე წუთზე აუღო, ვალენსიასთვის დამატებითი დროის მომტანი გახდა. ეს გოლი თავიდან ბოლომდე ვინისიუსის კისერზე იქნებოდა, თუმცა ბოლო მომენტში მამარდაშვილი ნამდვილი გიგანტი გახდა, დაფარა სიცარიელე და ბრაზილიელს გატანის შესაძლებლობა არ მისცა."

"დამატებით დროში გიორგი მამარდაშვილმა ვინისიუსს მორიგი ბურთი აუღო, ამჯერად დარტყმა საჯარიმოს გარედან იყო შესრულებული, რომლის მოსაგერიებლადაც ქართველი გაფრინდა და ვინისიუსი პირღია დატოვა. მაშინ, როდესაც საქმე პენალტებამდე მიდიოდა, ქართველმა მორიგი ბრწყინვალე სეივი ტონი კროოსის დარტყმის შემდეგ შეასრულა."
- დაწერა Marca-მ საქართველოს ნაკრების პირველ ნომერზე!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი