"ხვიჩა ინტერთან ფორმაში არ იყო, მაგრამ გენუაში მოუმატა" | ლუიჯი კანი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ინტერთან ფორმაში არ იყო, მაგრამ გენუაში მოუმატა" | ლუიჯი კანი

"ხვიჩა ინტერთან ფორმაში არ იყო, მაგრამ გენუაში მოუმატა" | ლუიჯი კანი
12-01-2023, 18:12
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი ყოფილი მწვრთნელის, ლუიჯი კანის სიტყვებს ავრცელებს Mondonapoli, სადაც ის სერია A-ს, ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს:

"იტალიის ჩემპიონატში იუვენტუსმა სიტუაცია აშკარად გამოასწორა, ამიტომ ლოგიკური იქნება, თუ ისინი საჩემპიონო ბრძოლის ჟინით აღივსებიან. ლუჩანო სპალეტისა და მასიმილიანო ალეგრის დაპირისპირება ლამაზ თამაშს წარმოგვიდგენს, რომლისთვისაც თვალის მიდევნება ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ, ნაპოლი უკეთესად ითამაშებს, მაგრამ იუვენტუსი ძალიან სახიფათო იქნება. ნეაპოლელებს პარასკევს არაფრის არ უნდა ეშინოდეთ, ისინი აქამდე დამსახურებული გამარჯვებით მოვიდნენ."

"ხვიჩა კვარაცხელია ნერაძურისთან თამაშისას ფორმაში არ იმყოფებოდა, თუმცა ქართველმა გენუაში აშკარად მოუმატა და სამპდორიასთან თავი უკეთესად წარმოაჩინა. რაც შეეხება ბერეზინსკის, არ ვფიქრობ, რომ ის ძირითადის ფეხბურთელი იქნება, რადგან ამ პოზიციაზე ნაპოლის კაპიტანი თამაშობს. მიუხედავად ამისა, პოლონელის ტრანსფერი კლუბისთვის კარგი შევსება იქნება."
- ლუიჯი კანი.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის მომდევნო შეხვედრა ხვალ, 23:45-ზე ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი