ბოლო შანსი | ლოჩოშვილის კრემონეზეს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება? » სპორტის ხაზი

ბოლო შანსი | ლოჩოშვილის კრემონეზეს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება?

ბოლო შანსი | ლოჩოშვილის კრემონეზეს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება?
11-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის გარდა, ქართველი გულშემატკივრებისთვის იტალიის ჩემპიონატში მორიგი "საშინაო" კლუბი გამოჩნდა, რომლისთვისაც ყურადღების მიდევნება ლუკა ლოჩოშვილის გამო გვმართებს.

ქართველი მცველი კრემონეზეში ავსტრიული ვოლფსბერგერიდან გადაბარგდა და იტალიური კლუბის მაისურით უკვე 14 შეხვედრა გამართა. აღსანიშნავია, რომ კრემონეზეს მთავარი მწვრთნელისთვის, მასიმილიანო ალვინისთვის ლოჩოშვილი მყარ ბარიერს წარმოადგენს და შესაბამისად, ქართველს ალვინისგან დიდი ნდობა გააჩნია.

მიუხედავად ამისა, თავად კლუბის შედეგები შიდა ჩემპიონატში კატასტროფულია, რადგან კრემონეზე გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელსაც სერია A-ში მოგება არ აქვს. ამჟამად, ისინი ცხრილის ბოლოში იმყოფებიან და გასავარდნი ზონიდან ამოსვლისთვის 8 ქულა სჭირდებათ.

სწორედ ამიტომ, იტალიურ მედიაში იწერება, რომ მასიმილიანო ალვინის ვადა ამოწურვის პირასაა. იმ შემთხვევაში, თუ კრემონეზე მომდევნო ტურში მონცას ვერ დაამარცხებს, მაშინ კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებას დაიწყებს.

სხვათაშორის, კრემონეზეს ხელმძღვანელობას ორი კანდიდატი უკვე ჰყავს, ესენი რობერტო დ'ავერსა და დავიდე ბალარდინი არიან, რომლებსაც იტალიაში გამოცდილება გააჩნიათ, ამ ეტაპზე კი უმუშევრები არიან.

ცნობისთვის, კრემონეზესა და მონცას დაპირისპირება 14 იანვარს, ჩვენი დროით 18:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი