გატუზომ გადაწყვიტა | იქნება თუ არა მამარდაშვილი რეალთან სასტარტოში? » სპორტის ხაზი

გატუზომ გადაწყვიტა | იქნება თუ არა მამარდაშვილი რეალთან სასტარტოში?

გატუზომ გადაწყვიტა | იქნება თუ არა მამარდაშვილი რეალთან სასტარტოში?
11-01-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

იმ შემთხვევაში, თუ დღის ბოლოსკენ რამე გაქვთ დაგეგმილი, სჯობს, რომ განრიგის შეცვლაზე დაფიქრდეთ, რადგან 23:00 საათზე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის სუპერ თასზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშებს!

ამავე შეხვედრის შესახებ წერს ესპანური ვებგვერდი, კერძოდ Eldesmarque, რომლის ინფორმაციითაც ჯენარო გატუზომ უკვე ზუსტად იცის კონკრეტული მოთამაშეების სია, რომლებსაც სამეფო კლუბის წინააღმდეგ სასტარტო XI-ში დააყენებს:

"ჯენარო გატუზო ვალენსიაში არავის ზოგავს და არც თავშეკავებულობით გამოირჩევა, იტალიელი სპეციალისტი მუდმივად ძირითადი შემადგენლობით თამაშობს, რაც აჩენს გონივრულ ვარაუდს, რომ ვალენსიას თავკაცი რეალის წინააღმდეგ კვლავ სასტარტო ფეხბურთელებს გამოიყენებს. ამ თეორიის მიხედვით, ვალენსიას კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, ეს ეჭვგარეშეა." - წერს ესპანური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის მეორე შეხვედრა ხვალ, ამავე დროს ბარსელონასა და ბეტისს შორის გაიმართება, გამარჯვებული კი ვალენსიასა და რეალის წყვილში უკეთესს ფინალში შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.