La Repubblica: "ხვიჩას წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა ესაა..." » სპორტის ხაზი

La Repubblica: "ხვიჩას წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა ესაა..."

La Repubblica: "ხვიჩას წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა ესაა..."
10-01-2023, 22:43
Aa Aa
გაზიარება:

La Repubblica-ს სპორტულმა კომენტატორმა, ანტონიო კორბომ სერია A-ს მე-18 ტურის მატჩზე, ნაპოლი-იუვენტუსის მომავალ შეხვედრაზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა. მისი თქმით, "ნაპოლის" 21 წლის შემტევი იმიტომ არ არის ფორმაში, რომ შარშან შემოდგომაზე მოხმდარმა ქურდობის ფაქტმა მასზე დიდი გავლენა იქონია:

"გასარკვევია, რატომ არის კვარაცხელია აქამდე "ფერმკრთალი". ჩემი აზრით, ფეხბურთელი შოკშია იმ აგრესიის შემდეგ, რომელიც სახლში განიცადა, შემდეგ კი იყო ზურგის ტკივილი, რომელმაც ხელი შეუშალა მომდევნო მატჩების ჩატარებაში. იმედია, ექიმები, მწვრთნელები ან რომელიმე კონკრეტული სპეციალისტი გაარკვევს, რა მოხდა. მე გაოცებული ვარ კვარას ოსტატობით, სიდიადით და ვფიქრობ, მას შეუძლია ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი გახდეს."

როგორც მოგეხსენებათ, ნოემბრის დასაწყისში ნეაპოლის გარეუბნიდან კუმა პარკში მდებარე სახლიდან კვარაცხელიას ახალი ავტომობილი მოიპარეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, გაქურდვის მომენტში ხვიჩას სახლის პირველ სართულზე ეძინა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ავტომობილი ერთ-ერთ ქუჩაზე მიტოვებული იპოვეს.

მალევე ხვიჩამ ტრავმა მიიღო და შიდა ჩემპიონატში სამი ტურის გამოტოვება მოუწია. ქართველმა თამაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გამართულ ამხანაგურ მატჩებში მოახერხა. მას შემდეგ რაც იტალიის სერია A განახლდა, "პარტენოპეიმ" ორი მატჩი გამართა, ერთ შემთხვევაში დამარცდა, მეორე კი მოიგო. ქართველ შემტევს სამწუხაროდ საგოლე კონტრიბუცია არც ერთ დაპირისპირებაში არ ჰქონია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი