ცნობილია: როდის გამართავენ ბორჯღალოსნები შოტლანდიის წინააღმდეგ ტესტ-მატჩს » სპორტის ხაზი

ცნობილია: როდის გამართავენ ბორჯღალოსნები შოტლანდიის წინააღმდეგ ტესტ-მატჩს

ცნობილია: როდის გამართავენ ბორჯღალოსნები შოტლანდიის წინააღმდეგ ტესტ-მატჩს
10-01-2023, 18:02
Aa Aa
გაზიარება:

2023 წლის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნები გასახურებელ ტესტ-მატჩს 26 აგვისტოს, ედინბურგში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.

"ჩვენთვის პატივი, გამოწვევა და რა თქმა უნდა შესაძლებლობაა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ისეთ გრანდთან თამაში, როგორიც შოტლანდიის ნაკრებია – ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ნათლად დავინახოთ ჩვენი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები და უკეთ მოვემზადოთ მსოფლიო თასისთვის.

მეორეს მხრივ, ეს ერთგვარი აღიარებაცაა, როდესაც მსოფლიო რაგბის პირველი ეშელონის გუნდი შოტლანდია საქართველოს საკმარისად ღირსეულ მეტოქედ მიიჩნევს თავისი ტესტ-მატჩების კალენდარში შესაყვანად. ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს მეხუთედ ეძლევა ასეთი შესაძლებლობა და, მაიუხედავად იმისა, რომ აქამდე ყოველთვის შოტლანდია იმარჯვებდა, ჩვენი გუნდისთვის ეს შეხვედრები ყოველთვის იყო სპორტული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი.

2022-ში უმაღლესი ეშელონის, ტიერ1-ის ზედიზედ ორ ნაკრებზე – იტალიასა და უელსზე გამარჯვება საქართველოს ნაკრებს ამჯერად სულ სხვა ჭრილში წარმოაჩენს და გაცილებით მეტ საერთაშორისო ინტერესს იწვევს შოტლანდიასთან მისი მორიგი დაპირისპირება; შოტლანდიაც თავის საუკეთესო ფორმაშია – შემოდგომაზე მან ახალ ზელანდიასა და ავსტრალიასთან შთამბეჭდავი ორთაბრძოლა გვაჩვენა, არგენტინა კი 52:29 დაამარცხა.

საქართველოს რაგბის კავშირის მთელი სტრატეგია ამჟამად მიმართულია ქართული რაგბის უფრო მძლავრად წარმოსაჩენად საერთაშორისო არენაზე და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მეტოქეებთან თანასწორ ურთიერთობაზე. ჩვენ გვაქვს მსოფლიო რაგბის მხარდაჭერა, რომელიც მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბილ ბომონტის სიტყვებით, ათ ქულიან შკალაზე 10-იან შეფასება დაიმსახურა. შედეგებს წელს კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახავთ, ქართული გუნდების ახალ და უფრო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებში მიწვევის სახით."
– ამბობს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი.

ცნობილია: როდის გამართავენ ბორჯღალოსნები შოტლანდიის წინააღმდეგ ტესტ-მატჩს

უელსის შემდეგ საქართველო უმაღლესი ეშელონის კიდევ ერთ ნაკრებს დაუპირისპირდება

გეტყვით იმასაც, რომ 2023 წლის მსოფლიო თასამდე ბორჯღალოსნები კიდევ ორ გასახურებელ თამაშს გამართავენ. მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი