ანდრეა პირლო ბელგიის ნაკრებში იმუშავებს? » სპორტის ხაზი

ანდრეა პირლო ბელგიის ნაკრებში იმუშავებს?

ანდრეა პირლო ბელგიის ნაკრებში იმუშავებს?
10-01-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი - უკანასკნელი ტურნირი, სადაც ბელგიის ეროვნული ნაკრები რობერტო მარტინესმა წარადგინა.

დიდი ფორუმის დასრულების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი ბელგიის ნაკრებიდან წავიდა, ამავე ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ კი ის კრიტერიუმები დააწესა, რომლებსაც ახალი მწვრთნელი უნდა აკმაყოფილებდეს.

როგორც დაიწერა, ბელგიელების ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატი იტალიელი მწვრთნელი, ანდრეა პირლოა, რომელიც ახლა თურქულ კარაგუმრუკში მუშაობს.

ცნობისთვის, ბელგიელთა კიდევ ერთ ვარიანტს თომას ტუხელი წარმოადგენს, თუმცა რამდენად გააჩნია თავად გერმანელს ბელგიის ნაკრების გაწვრთნის სურვილი, ეს ცალკე საკითხია..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი