Calciomercato: "დროა, კვარა სცენაზე დავაბრუნოთ" » სპორტის ხაზი

Calciomercato: "დროა, კვარა სცენაზე დავაბრუნოთ"

Calciomercato: "დროა, კვარა სცენაზე დავაბრუნოთ"
10-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლიმ" სტუმრად "სამპდორია" დაამარცხა. ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 62 წუთი დაყო, არაერთხელ აცადა თავის გამოჩენას, თუმცა უშედეგოდ. მედია წერდა, რომ "სპალეტის 77-ე ნომერი გაცვდა" და ხვიჩას ვარსკვლავი ჩაქვრა, თუმცა გუშინ Calciomercato-ს იმედი აქვს, რომ ქართველი მალევე გვაჩვენებს იმ სანახაობას, რომელსაც დიდი ხანია მივეჩვიეთ. რა წერია იტალიური გამოცემის სტატიაში:

"ხვიჩა კვარაცხელია მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა ქართველი ორთვიანი პაუზის შემდეგ ნამდვილად ვერ დაბრუნდა ისეთი, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო. ამ დასვენებამ მას არაფერი მოუტანა.

კვარამ სეზონის სტარტზე გუნდის თამაშზე ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა. ის იყო ნამდვილი წინამძღოლი თავისი თამაშით, დრიბლინგებით, გოლებით, პასებით და მოპოვებული პენალტებით. მან შემოგვთავაზა სპექტაკლი, რომელმაც ინსინიე სწრაფად გადაგვავიწყა. ქართველმა ბოლოს 29 ოქტომბერს, "სასუოლოს" წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მას შემდეგ კი ზურგის ტრავმის გამო ვეღარ ითამაშა. ახლა, ზურგის პრობლემა აშკარად მოგვარებულია, თუმცა კვარამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო საუკეთესო მდგომარეობაში შესვლა. განგაშის ნიშნები ჯერ კიდევ დეკემბერში გამართულ ამხანაგურ მატჩებში დაფიქსირდა. ქართველ ბრილიანტს არ აქვს ის ბრწყინვალება, რაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა და ასევე, კონცენტრაციის ნაკლებობასაც განიცდის.

თუმცა ეს მდგომარეობა აშკარად დროის საკითხია, რადგან კვარაცხელიამ ნეაპოლში ყოფნის პირველ სამ თვეში აჩვენა, რომ უდიდესი ნიჭი აქვს. უკვე დროა, რომ ის სცენაზე დავაბრუნოთ, შანსი კი საკმაოდ მაცდურია. 13 იანვარს დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე "იუუვენტუსი“ ჩამოვა. ეს იქნება განსაკუთრებული თამაში, რომელსაც განსაკუთრებული ფეხბურთელი სჭირდება და კვარა ამისთვის მზად უნდა იყოს. მან ნეაპოლიტანელი გულშემატკივარი უნდა დამუხტოს და მათი ნდობა უნდა დაიბრუნოს, რაც სამ ქულაზე ბევრად მეტი იქნება."

ქართველს ნამდვილად სჭირდებოდა მსგავსი მამოტივირებელი სიტყვები. ლუჩიანო სპალეტი ახალგაზრდა შემტევის პირველი დამცველი და გულშემატკივარია. ხვიჩასთვის კი მწვრთნელის მხრიდან გამოცხადებულ ნდობას დიდი ფასი აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი