ფელიქსი "ჩელსის" უახლოვდება » სპორტის ხაზი

ფელიქსი "ჩელსის" უახლოვდება

ფელიქსი "ჩელსის" უახლოვდება
10-01-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

დიდი შანსია, რომ ლონდონის "ჩელსიმ“ პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს“ შემტევი, ჟოაო ფელიქსი შეიძინოს. The Athletic-ის ინფორმაციით, მხარეებმა ვერბალურ შეთანხმებას მიაღწიეს და დიდი შანსია, რომ ტრანსფერი წარმატებით დაიხუროს. "ლურჯები" 23 წლის შემტევს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატებენ და "ატლეტიკო" ამის სანაცვლოდ 11 მილიონ ევროს მიიღებს.

პორტუგალიელი მადრიდულ კლუბში 2019 წლიდან თამაშობს და 131 მატჩში 34 გოლი გაიტანა. ბოლო პერიოდის მანძილზე "ატლეტიკოს" თავკაცი, დიეგო სიმეონე ფელიქსს ხშირად არ ენდობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი