"სპალეტის 77-ე ნომერი გაიცვითა" | ხვიჩა კვარაცხელიაზე GOAL-მა დაწერა » სპორტის ხაზი

"სპალეტის 77-ე ნომერი გაიცვითა" | ხვიჩა კვარაცხელიაზე GOAL-მა დაწერა

"სპალეტის 77-ე ნომერი გაიცვითა" | ხვიჩა კვარაცხელიაზე GOAL-მა დაწერა
9-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

უდიდესი ლონდონური გამოცემა, GOAL ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ რეგრესზე, სათამაშო ხარისხის დავარდნასა და არაეფექტურობაზე:

"ვიქტორ ოსიმენი სამპდორიასთან ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მისმა ლეტალურობამ ნაპოლის გამარჯვება მოუტანა, ხოლო ტრავმა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ ნოემბერში მიიღო, აშკარად მოქმედებდა ქართველ ტალანტზე, რომელმაც ბურთი 12-ჯერ დაკარგა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია გენუაში ბევრს ცდილობდა, თუმცა შედეგიანობის მაღალ ნიშნულს ვერაფრით მიაღწია."

"ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ისეთი ბრწყინვალე და მოხერხებული აღარ ჩნდება, როგორც ეს სეზონის პირველ ნახევარში იყო. ეს არის დიდი სპორტული შეფერხება დიდი ფიზიკური ტანჯვის შემდეგ. ფაქტია, ბოლო პერიოდში ლუჩანო სპალეტის 77-ე ნომერი მინდორზე გაცვეთილი ჩანს."

"ქართველი ფეხბურთელის სათამაშო ხარისხის ვარდნა პროგნოზირებადი იყო, რაზეც მანამდე გამართული ამხანაგური შეხვედრები მეტყველებდა. ვილიარეალთან გატანილი პენალტის გარდა, ქართველმა ფეხბურთელმა თავი ვერსად გამოიჩინა, დაიკარგა მისი ჩვეული ინდივიდუალიზმი და საფეხბურთო ოსტატობა. გაითვალისწინეთ, ჩვენ ვსაუბრობთ ბიჭზე, რომელიც უდიდეს საფეხბურთო ტალანტს ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლის საქმე კარგად მიდის, მეორე მხარეს ქართველის პრობლემები იჩენს თავს, რაც რამდენად გაიწელება დროში, ჯერ კიდევ არავინ იცის."

"ხვიჩა კვარაცხელიას ჩავარდნა ოფიციალურ შეხვედრებშიც გამოჩნდა. ჯერ იყო სან სირო და ინტერი, სადაც ინძაგის შექმნილმა 2-3 კაციანმა გალიამ ქართველი ძალიან ანერვიულა და მისი თამაში წაკითხვადი გახადა. რაც შეეხება სამპდორიასთან მატჩს, ხვიჩამ კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, აქედან კი ბურთი კარში მხოლოდ ერთხელ მოახვედრა, ის უბრალოდ თავის თავს არ ჰგავდა."
- დაწერა GOAL-მა.

მოკლედ, იმის გამო, რომ სეზონი ნელ-ნელა კულმინაციურ ფაზაში შედის, ცხადია, ნაპოლის თავისი ლიდერების საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში ყოფნა ძალიან სჭირდება. ამიტომ, ვიმედოვნოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მიღებული ტრავმის რეციდივებს მალე მოიშორებს და დიდ ფეხბურთს ისეთი ბრწყინვალებით დაუბრუნდება, როგორითაც თავიდანვე დაიწყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი