სუპერშემტევი შემადგენლობა | სპალეტი კვარაცხელიას სასტარტოში დააყენებს » სპორტის ხაზი

სუპერშემტევი შემადგენლობა | სპალეტი კვარაცხელიას სასტარტოში დააყენებს

სუპერშემტევი შემადგენლობა | სპალეტი კვარაცხელიას სასტარტოში დააყენებს
8-01-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ინტერთან მიღებული დაზიანებებისა და არაეფექტური თამაშის შემდეგ, ზოგიერთმა იტალიურმა მედიამ, მაგალითად Calciomercato-მ დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სამპდორიასთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებდა, რაც რადიკალურად უარყო როგორც Napolipiu-მ, ისე Corriere dello Sport-მა:

"ნაპოლი სრულ მზადყოფნაშია, რათა სამპდორიას სუპერშეტევით დაუპირისპირდეს. ჩვენ უკვე კარგად ვიცით, თუ რა სურს ლუჩანო სპალეტის, - მისი მთავარი მიზანი სათამაშო ხარისხის სწრაფი გამოსწორებაა, რადგან იუვენტუსი ნაპოლის უკვე 4 ქულაში მიუახლოვდა. იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რამდენიმე ფეხბურთელის შეცვლას აპირებდა, ვიღაცებმა კი იფიქრეს, რომ როტაცია ქართველსაც შეეხებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება." - Napolipiu.

"არსებობს რეალური შანსი, რომ ლუჩანო სპალეტიმ სამპდორიასთან გადატვირთული შეტევით ითამაშოს: რასპადორი ჟიელინსკის შეცვლის, ზამბო ანგისას ნაცვლად კი, მოედანზე ელიფ ელმასი გამოვა." - Corriere dello Sport.

აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი წყაროს სავარაუდო XI-ში ხვიჩა კვარაცხელიასაც ვხვდებით: მერეტი | დი ლორენცო, კიმი, ჟესუსი, რუი | ნდომბელე, ლობოტკა, ელმასი | რასპადორი, ოსიმენი, კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ გენუაში გასამართი დაპირისპირება ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.