ლაუტარომ მონცას გაუტანა | რა სტატისტიკით გაუთანაბრდა არგენტინელი ხვიჩას? » სპორტის ხაზი

ლაუტარომ მონცას გაუტანა | რა სტატისტიკით გაუთანაბრდა არგენტინელი ხვიჩას?

ლაუტარომ მონცას გაუტანა | რა სტატისტიკით გაუთანაბრდა არგენტინელი ხვიჩას?
8-01-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

4 იანვარს ტურნირის ფავორიტის, ნაპოლის დამარაცხების შემდეგ, ინტერის გულშემატკივრებს სკუდეტოს მოგების იმედები ჩაესახათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, გუშინ "ნერაძურიმ" დაგეგმილი 3 ქულიდან მხოლოდ 1 აიღო.

ამ ყველაფრის მიზეზი მონცას 31 წლის მცველი, შეცვლაზე შემოსული ლუკა კალდიროლა გახდა, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთი ინტერის მცველს, ნიდერლანდელ დენზელ დუმფრისს მოხვდა და კარისკენ წასული ბურთი ანდრე ონანამ ვეღარ მოიგერია - 2:2.

საინტერესო ერთი ფაქტია: გუშინდელ შეხვედრაში ინტერის მეორე გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, რომლითაც არგენტინელს სერია A-ში 11 შედეგიანი ქმედება, შესაბამისად, 8 გოლი და 3 ასისტი მოუგროვდა. საგულისხმოა, რომ ამ მაჩვენებლებით, ლაუტარო მარტინესი ხვიჩა კვარაცხელიას გაუთანაბრდა, რომელსაც შიდა ჩემპიონატში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი (ჯამურად 11).

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას დღეს, 21:00 საათზე სამპდორიას წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი