სერია A-ს მე-17 ტურში 'ნაპოლი' 'სამპდორიას' დაუპირისპირდება და მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე კი პარტენოპეისთან დაახლოებული წყარო, Calciomercato გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს.
სამპდორია (3-4-1-2) : ემილ აუდერო ; ჯეისონ მურილიო , ანდრეა კონტი , ნუიტინკი ; რონალდო ვიერია, ლერისი, ტომას რინკონი, აუგელო ; სემ ლამერსი, მანოლო გაბიადინი, ვალერიო ვერე.
ნაპოლი (4-2-3-1): მერეტი, დი ლორენცო, ბრაჰმანი, კიმ მინ ჯე, მარიო რუი; ზამბო ანგისა, ლობოტკა, პოლიტანო; რასპადორი, ელმასი, ოსიმენი
აღსანიშნავია, რომ ამ შემადგენლობაში ვერ მოხვდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც Calciomercato აზრით ელმასი ჩაანაცვლებს.
გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული შეხვედრა 8 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.