"ვიფიქრე, რომ ინტერთან ხვიჩას ტყუპი ძმა თამაშობდა" | არიგო საკი » სპორტის ხაზი

"ვიფიქრე, რომ ინტერთან ხვიჩას ტყუპი ძმა თამაშობდა" | არიგო საკი

"ვიფიქრე, რომ ინტერთან ხვიჩას ტყუპი ძმა თამაშობდა" | არიგო საკი
6-01-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 4 იანვარს იტალიის ჩემპიონატი განახლდა და ნაპოლიმ თავისი პირველი შეხვედრა 2023 წელს ინტერის წინააღმდეგ გამართა, სადაც სპალეტის გუნდი მძიმე ბრძოლაში 1:0 დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნული მატჩიდან 75-ე წუთისთვის მოხსნეს, მიზეზი კი ისაა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა არც თუ დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა.

სწორედ კვარაცხელიას არაეფექტურ თამაშს გამოეხმაურა ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, არიგო საკიმ, რომელმაც ქართველის ინტერთან გამოსვლა თავისებურად დაახასიათა:

"ზოგიერთი ნაპოლის ფეხბურთელი ინტერთან თამაშში თავის თავს არ ჰგავდა. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიაზე ვფიქრობდი, რომ მინდორზე არა ის, არამედ მისი ტყუპი ძმა თამაშობდა."

"ინტერთან წაგება კატასტროფა არ არის, მთავარი ისაა, რომ სპალეტიმ გამარჯვებულის მენტალიტეტი ხელახლა აღმოაჩინოს და გუნდს ის სილამაზე დაუბრუნოს, რომლითაც ნაპოლი სეზონის პირველ ნახევარში გვანებივრებდა."
- არიგო საკი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი