შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 'ვირტუსმა' 'ბარსელონა' დაამარცხა » სპორტის ხაზი

შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 'ვირტუსმა' 'ბარსელონა' დაამარცხა

შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 'ვირტუსმა'  'ბარსელონა' დაამარცხა
6-01-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელიას 'ვირტუს ბოლონიამ' უმნიშვნელოვანესი და საამაყო გამარჯვება მოიპოვა. იტალიურმა კლუბმა ესპანეთში, კატალონიური გრანდი დაამარცხა. ბოლონიელებმა ბარსელონას დაძაბული მატჩი საბოლოოდ 8 ქულით – 83:75 მოუგეს.

ვირტუსი ბოლო მეოთხედის წინ ერთ ქულას იგებდა, თუმცა მჭიდრო დაცვით ბოლო მეოთხედში ესპანელებს ბურთი რამდენჯერმე დააკარგვინეს და მატჩი სათავისო შედეგით დაასრულეს. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულას, 2 მოხსნას, 6 პასს და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. შენგელიამ ორქულიანი ერთხელი ისროლა და გამოიყენა, ერთი სამქულიანი გააფუჭა და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 'ვირტუსმა'  'ბარსელონა' დაამარცხა

თორნიკე პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო

იტალიურ გუნდს იფე ლუნდბერგმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. მილოშ ტეოდოსიჩს 8 ქულა ჰქონდა, მაგრამ სერბმა ორი სამქულიანი ბოლო მეოთხედში ჩააგდო და ამით გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ბარსელონას ვირტუსთან ევროლიგაში მატჩი არასდროს მოუგია. შენგელიას გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 8 მოგებითა და 9 მარცხით ევროლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში ბოლონიელები კაუნასის ჟალგირისს მასპინძლობენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი