VIDEO: ლუის სუარესს გრემიოს ფანები აღმაფრთოვანებლად დახვდნენ! » სპორტის ხაზი

VIDEO: ლუის სუარესს გრემიოს ფანები აღმაფრთოვანებლად დახვდნენ!

VIDEO: ლუის სუარესს გრემიოს ფანები აღმაფრთოვანებლად დახვდნენ!
5-01-2023, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო დეკადის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი, ლუის სუარესი ევროპულ ფეხბურთს 2022 წელს დაემშვიდობა, როდესაც ურუგვაელმა შემტევმა მადრიდის ატლეტიკო დატოვა.

მთავარი საფეხბურთო კონტინენტიდან წასვლის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა და ნასიონალის რიგებში თამაში დაიწყო. ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა მშობლიური კლუბის რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

ნასიონალიდან წამოსვლის შემდეგ, თითქოს, იწერებოდა, რომ სუარესი კვლავ ევროპას უნდა დაბრუნებოდა, ამისთვის კი რამდენიმე ევროპული კლუბიც სახელდებოდა, მაგალითისთვის დორტმუნდი. მიუხედავად ამისა, ურუგვაელი ფორვარდი ბრაზილიურ კლუბ გრემიოს შეუერთდა და მათთან კონტრაქტი მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა.

სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანონ გაავრცელა კადრები, სადაც ნაჩვენებია თუ როგორი ოვაციებით დახვდნენ ლუის სუარესს ბრაზილიელი გულშემატკივრები - იხილეთ ვიდეო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი