"რეკორდებს აქაც დავამყარებ" - კრიშტიანო რონალდოს კომენტარი ალ-ნასრში წარდგენისას » სპორტის ხაზი

"რეკორდებს აქაც დავამყარებ" - კრიშტიანო რონალდოს კომენტარი ალ-ნასრში წარდგენისას

"რეკორდებს აქაც დავამყარებ" - კრიშტიანო რონალდოს კომენტარი ალ-ნასრში წარდგენისას
4-01-2023, 19:48
Aa Aa
გაზიარება:

კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის "ალ-ნასრში" ოფიციალურად წარადგინეს, პრეზენტაციაზე 37 წლის სუპერ ვარსკვლავს და მის ოჯახს ადგილობრივი კლუბის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ.

რონალდომ საუდის არაბეთის კლუბთან ზღაპრული კონტრაქტი გააფორმა, პორტუგალიელი "ალ-ნასრიში" 2025 წლამდე ითამაშებს და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

პრეზენტაციის შემდეგ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადმა ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ჩემი კარიერა ევროპაში დასრულდა, საუკეთესო კლუბებში ვითამაშე, აღარაფერი მაქვს დასამტკიცებელი. ეს ახალი გამოწვევაა აზიაში და მადლობელი ვარ კლუბის, რომელმაც ეს შესაძლებლობა მომცა. ჩემმა ოჯახმა მხარი დამიჭირა, უპირველეს ყოვლისა, შვილებმა.

ეს გამოწვევა არაა მხოლოდ ფეხბურთის თვალსაზრისით, არამედ ახალი თაობის მენტალიტეტის შეცვლის კუთხითაც. ეს კონტრაქტი უნიკალურია, რადგან მეც უნიკალური ფეხბურთელი ვარ. ბევრი ამბობს, რომ აქ ფეხბურთი დაბალ დონეზეა, მაგრამ ისინი ის ადამიანები არიან, რომლებმაც ფეხბურთის შესახებ არაფერი იციან და არც თამაში უნახავთ. ვფიქრობ, ამ ქვეყანას ფეხბურთში თავისი სიტყვის თქმა შეუძლია, რასაც ადასტურებს საუდის არაბეთის ნაკრების გამარჯვება არგენტინასთან. ყველა ლიგაში, სადაც ვითამაშე, რეკორდები დავამყარე და აქაც მინდა იგივე გავაკეთო,"-განაცხადა რონალდომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი