"სან სიროზე გადამწყვეტი როლი ხვიჩასა და მხითარიანს ექნებათ" | ფაბიო სანტინი » სპორტის ხაზი

"სან სიროზე გადამწყვეტი როლი ხვიჩასა და მხითარიანს ექნებათ" | ფაბიო სანტინი

"სან სიროზე გადამწყვეტი როლი ხვიჩასა და მხითარიანს ექნებათ" | ფაბიო სანტინი
4-01-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იტალიის სერია A განახლდება, სადაც ნაპოლი თავის პირველ მატჩს ინტერის წინააღმდეგ 23:45-ზე, სან სიროს კედლებში გამართავს.

აღნიშნულ დაპირისპირებაზე Maracana-ს ეთერში TMW Radio-ზე ისაუბრა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბიო სანტინიმ, რომლის აზრითაც, დღევანდელი მატჩის მთავარი ფიგურები ხვიჩა კვარაცხელია და ჰენრიკ მხითარიანი იქნებიან:

"სიმონე ინძაგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მისი გუნდი ბევრ გოლს უშვებს, რაშიც ბრალი ნახევარდაცვის ცუდ ფილტრს მიუძღვის. საქმე ისაა, რომ დაცვის ჩავარდნას მხოლოდ უკანახა ხაზის მოშლა არ განაპირობებს, აქ მნიშვნელოვან როლს ნახევარდაცვის რგოლიც თამაშობს, რომელმაც ბურთი დაცვამდე იოლად არ უნდა მიუშვას. ეს პრობლემა ინძაგისა და მის გუნდს სეზონის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში ჰქონდათ."

"რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელებს, ვფიქრობ, ისინი ქართველი და სომეხი, ხვიჩა კვარაცხელია და ჰენრიკ მხითარიანი იქნებიან."
- თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი