ჯოვანი სიმეონე : "ჩვენ ყოველთვის მზად ვართ იმისთვის, რომ მეტოქეს ნაპოლის რეალური ძალა ვაჩვენოთ" » სპორტის ხაზი

ჯოვანი სიმეონე : "ჩვენ ყოველთვის მზად ვართ იმისთვის, რომ მეტოქეს ნაპოლის რეალური ძალა ვაჩვენოთ"

ჯოვანი სიმეონე : "ჩვენ ყოველთვის მზად ვართ იმისთვის, რომ მეტოქეს ნაპოლის რეალური ძალა ვაჩვენოთ"
4-01-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

4 იანვარს 23:45 საათზე იტალიის სერია ა-ში ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება. 'ინტერი' მიმდინარე გათამაშების ლიდერ, 'ნაპოლის' უმასპინძლებს და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კი ნეაპოლელთა არგენტინელმა შემტევმა, ჯოვანი სიმეონემ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა:

"ისინი საკუთარ კედლებში ითამაშებენ და ჰყავთ დიდებული ფეხბურთელები. მათ კარგად იასპარეზეს ამხანაგურ შეხვედრებშიც. ამ სეზონის დასრულებამდე დიდი დროა. ორივე გუნდს ბევრი აქვს სათამაშო და შესაბამისად, კარგი შედეგის დაფიქსირება როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვისაც საჭიროა.

სამი ქულის მოპოვება სატურნირო ცხრილში პოზიციის გასამყარებლად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ახლა არ აქვს მნიშვნელობა თუ ვის უფრო მეტი ქულა უფიქსირდება, რადგან სეზონის მეორე ნახევარი მხოლოდ ახლა იწყება და შესაძლოა, ბოლოს ერთი ქულაც კი გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ, მოდუნების საშუალება არ გვაქვს.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ იმისთვის, რომ ნაპოლის რეალური ძალა ვაჩვენოთ. როგორც კრემონეზეს, ასევე ლივერპულის შემთხვევაშიც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. შესვენება სრულდება და სეზონი ახლა განახლდება.

სკუდეტოს მოგება? ამაზე არ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ეს კარგი მოსასმენია, მაგრამ გვინდა, რომ მიზანს ფაქტებით მივუახლოვდეთ. ნაპოლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ფეხბურთელები გულშემატკივრების მხრიდან სითბოსა და მხარდაჭერას ვგრძნობთ როგორც ოფიციალურ, ასევე ამხანაგურ მატჩებშიც. ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდით.

რაც შეეხება სათამაშო დროს, ვინც ნაკლებს თამაშობს, ის ფეხბურთელი უფრო მეტად უნდა იყოს მზად, რადგან მას ვინც რეგულარულ სათამაშო დროს იღებს, შესაძლებლობა თავისთავად მეტად ეძლევა, ხოლო ვისაც ნაკლები დრო აქვს, უნდა იცოდეს, რომ ეს მისი მომენტია და მანს ის უნდა გამოიყენოს.

ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებ და მზად ვარ, ყოველ წუთს დავამტკიცო, რომ შემიძლია გუნდს დავეხმარო. ცხადია, ეს მარტივი არ არის. მოთამაშეებს გვსურს, რომ ყოველთვის ვიყოთ მთავარი გმირები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რთულ მომენტებშიც კი დანებება არ შეიძლება."
- თქვა 27 წლის
ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ 'ნაპოლი' 41 ქულით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო ინძაგის ბიჭები 30 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი