როგორ გამოეხმაურა Marca მამარდაშვილის სანაკრებო დებიუტს » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

როგორ გამოეხმაურა Marca მამარდაშვილის სანაკრებო დებიუტს

როგორ გამოეხმაურა Marca მამარდაშვილის სანაკრებო დებიუტს
9-09-2021, 00:12
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემა, Marca, "ვალენსიას" გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტს გამოეხმაურა, "ჯვაროსნები"  ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 4-1 განადგურდნენ, მამარდაშვილმა 4 ბურთი გაუშვა, Marca-მ კი ამ ყველაფერს "მამარდაშვილის მწარე დებიუტი" უწოდა. 

ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში სამივე თამაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მხოლოდ ერთადერთი ბურთი გაუშვა, საქართველოს ნაკრებში კი მას მხოლოდ ერთ ტაიმში ჰქონდა გაშვებული 3 გოლი, რამაც შეიძლება მის საკლუბო კარიერაზეც იმოქმედოს და სილესენის ძირითად მეკარედ დაბრუნებასაც შეუწყოს ხელი.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა ბულგარეთის წინააღმდეგ საჯარიმო დარყმიდან, პენალტიდან, თამაშიდან და ასევე ერთიც კკურიოზული გოლი გაუშვა, ძალიან ძნელია, რომ 20 წლის მეკარე რომელიმე გაშვებულ გოლში დავადანაშაულოთ.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი