ჟერარ პიკეს "ბარსელონაში" წუთები დათვლილია - ვინ ჩაანაცვლებს ესპანელს » სპორტის ხაზი

ჟერარ პიკეს "ბარსელონაში" წუთები დათვლილია - ვინ ჩაანაცვლებს ესპანელს

ჟერარ პიკეს "ბარსელონაში" წუთები დათვლილია - ვინ ჩაანაცვლებს ესპანელს
22-09-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემის, Mundo Deportivo-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ მიმდინარე სეზონში ჟერარ პიკე მატჩების 35%-ზე მეტში არ მიიღებს მონაწილეობას, მაშინ ესპანელი გუნდს დატოვებს.

იმის ფონზე, რომ "ბარსელონამ" კლემან ლანგლე და სამუელ უმტიტი გუნდიდან გაუშვა, გუნდი აპირებს, რომ სარეზერვოდ თუ სასტარტოდ კიდევ ერთი ცენტრალური მცველი დაიმატოს.

როგორც ჩანს, ჩავიმ არჩევანი "ატლეტიკ ბილბაოს" მცველზე, კერძოდ კი ინიგო მარტინესზე შეაჩერა, რომელიც დიდი ხანია ბასკური გუნდის ძირითადი თერთმეტეულის წევრია და სტანდარტულებზე კარგი თამაშითაც გამოირჩევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი