ზურაბ დათუნაშვილი: 'საქართველოში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა' » სპორტის ხაზი

ზურაბ დათუნაშვილი: 'საქართველოში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა'

ზურაბ დათუნაშვილი: 'საქართველოში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა'
6-01-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

სერბეთში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ზურაბ დათუნაშვილმა ტელეკომპანია 'ფორმულას' პირდაპირ ეთერში თავის კარიერაზე და საქართველოში გავლილ რთულ გზეებზე ისაუბრა და განაცხადა.

"ქართველების პრობლემა გეგეშიძეში არ არის, ქართველების პრობლემა თვითონ ხალხშია და მათ ცნობიერებაში. საქართველოში არასწორად უყურებენ ყველაფერს, ამიტომ ჩემს ირგვლივ მყოფები ამბობენ, რომ ფედერაციაში არსებული სიტუცია კორუფციაა. მე ამაზე არ ვსაუბრობ, მე ვსაურობ იმაზე, რომ ფედერაციაში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა, რაც ჩემთვის რა თქმა უნდა მისაღები არ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელით არ გამოვდივარ, ქართველი გულშემატკივრების ემოციები ძალიან დადებითია, მაგრამ ბევრიც მეუბნება, რომ თავი დავანებო ამ საქმეს და სხვა საქმიანობით დავკავდე. რაც შეეხება სერბებს, ისინი გახარებულნი არიან, ისინი მაფასებენ და აქ თავს დაფასებულად ვგრძნობ."


შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის ქვეყანაში საქართველოში დაბადებული, ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი