ცნობილია: როდის შედგება კოდი გაკპოს დებიუტი ლივერპულში? » სპორტის ხაზი

ცნობილია: როდის შედგება კოდი გაკპოს დებიუტი ლივერპულში?

ცნობილია: როდის შედგება კოდი გაკპოს დებიუტი ლივერპულში?
29-12-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გახდა დაახლოებითი თარიღი, თუ როდის შეიძლება შედგეს კოდი გაკპოს დებიუტი „ლივერპულში“.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ეს შესაძლოა 2 იანვარს, „ბრენტფორდთან“ გასვლით მატჩში მოხდეს. თუ ფეხბურთელი ინგლისში სამედიცინო შემოწმებას წარმატებით გაივლის, მის თამაშს ხელს არაფერი შეუშლის და ის სრულად მზად იქნება "ფუტკრების" წინააღმდეგ სათამაშოდ.

შეგახსენებთმ, რომ „ლივერპულმა“ და „პსვ-მ“ გაკპოს ტრანსფერზე შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურეს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის მანძილზე ნიდერლანდელის შეძენის ფავორიტად „მან იუნაიტედი“ მოიაზრებოდა.

გეტყვით იმასაც, რომ გაკპოს ტრანსფერით "პსვ" 37 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი