"დუმფრისი კვარაცხელიას პერსონალურ აყვანას შეეცდება" | Sempreinter » სპორტის ხაზი

"დუმფრისი კვარაცხელიას პერსონალურ აყვანას შეეცდება" | Sempreinter

"დუმფრისი კვარაცხელიას პერსონალურ აყვანას შეეცდება" | Sempreinter
29-12-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატი სულ რამდენიმე დღეში, კერძოდ 4 იანვარს განახლდება, ნაპოლი კი, სეზონის მეორე ნახევრის პირველ შეხვედრას ინტერის წინააღმდეგ სან სიროზე გამართავს.

სწორედ აღნიშნულ დაპირისპირებაზე წერს Sempreinter, რომლის აზრითაც, ინტერის მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი გადაწყვეტს, რომ ნიდერლანდელ განაპირა მცველს, დენზელ დუმფრისს ხვიჩა კვარაცხელიას პერსონალური მეურვეობა დაავალოს:

"დენზელ დუმფრისისა და ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგზე გასამართი დუელი, შესაძლოა, რომ გადამწყვეტი აღმოჩნდეს ინტერისა და ნაპოლის შეხვედრაში. სწორედ ნიდერლანდელი იქნება ფეხბურთელი, რომელიც ქართველი შემტევის განეიტრალებას შეეცდება. დენზელ დუმფრისი ინტერის საკვანძო მოთამაშეა, განსაკუთრებით კი იმის გამო, თუ როგორ შეუძლია მას, რომ მთელი ფლანგი მარტომ აკონტროლოს. 4 იანვარს გასამართ შეხვედრაში, დუმფრისის დღე ძალიან დატვირთული და საქმით სავსე იქნება. ეს მატჩი, ნიდერლანდელისთვის იქნება შესაძლებლობა, რათა ყველას აჩვენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ის ნერაძურისთვის." - წერს ინტერნეტ გვერდი.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს ნაპოლი 41 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება სიმონე ინძაგის გუნდს, ის მე-5 პოზიციას 30 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი