კვარაცხელია ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელების ათეულშია » სპორტის ხაზი

კვარაცხელია ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელების ათეულშია

კვარაცხელია ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელების ათეულშია
29-12-2022, 22:19
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, როგორც Transfermarkt-ი გვამცნობს, 2022 წელს ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელების ათეულში შევიდა.

“ნაპოლის” ფეხბურთელი აღნიშნულ სიაში მერვე ადგილზე გავიდა. 2022 წლის მანძილზე მისმა ფასმა 44 მილიონით მოიმატა. წლის დასაწყისში ის 16 მლნ ევრო ღირდა, ახლა კი 60 ღირს.

ხვიჩას შემდეგ “ბაიერნის“ შემტევი ჯამალ მუსიალა, რომელიც 45 მილიონით გაძვირდა, უკან კი “რეალის“ ფეხბურთელი როდრიგო გოესი მოსდევს, რომლის ფასიც 40 მილიონით გაიზარდა.

პირველ ადგილს გავი და აურელიან ჩუამენი იყოფენ, რომლებმაც კალენდარულ წელიწადში 50 მილიონი ევრო მოიმატეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი