დონჩიჩის მაგია | ლუკამ ზაზა ფაჩულიას რეკორდი გაიმეორა » სპორტის ხაზი

დონჩიჩის მაგია | ლუკამ ზაზა ფაჩულიას რეკორდი გაიმეორა

დონჩიჩის მაგია | ლუკამ ზაზა ფაჩულიას რეკორდი გაიმეორა
28-12-2022, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, გამთენიისას, 05:30-ზე მთელი NBA-ისა ერთ-ერთმა გამორჩეულმა კალათბურთელმა და სლოვენიის ეროვნული ნაკრების უპირობო ლიდერმა, ლუკა დონჩიჩმა ნიუ იურკ ნიკსი მარტომ გაანადგურა!

სლოვენიელმა სპორტსმენმა მეტოქეს 60 ქულა ჩაუგდო, რასაც 21 მოხსნა და 10 ასისტიც დაუმატა, რომლითაც დონჩიჩმა პირველი მსგავსი ტიპის სამმაგი დუბლი შექმნა 60/21/10.

აღსანიშნავია, რომ 21 მოხსნა აქამდე დონჩიჩს არასდროს ჰქონია, მისი მიღწევით კი, ლუკამ დალასში დამყარებული რეკორდი გაიმეორა. საგულისხმოა, რომ 21 მოხსნა აქამდე ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე იყო, რომელმაც ანალოგიურის გაკეთება ისევ და ისევ ნიკსის წინააღმდეგ 2015 წელს შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი